вторник, 19 ноября 2013 г.

ჩემი აზრით, მასწავლებლობა ერთი-ერთი საპასუხისმგებლო პროფესიაა. მასწავლებლები არა მხოლოდ ზრუნავენ ქვეყნის მომავალზე, არამედ თვითონ ქმნიან ამ მომავალს.
მოსწავლის წარმატება და წინსვლა მნიშვნელოვანწილად სწორედ მასწავლებლის პროფესიულ ოსტატობაზეა დამოკიდებული. დღევანდელ სწრაფ და ცვალებად სამყაროში პედაგოგებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმისათვის, რომ მათი პროფესიული ცოდნა თანამედროვე და ახალი ინფორმაციით იყოს გამდიდრებული. მასწავლებელი არ უნდა ჩამორჩეს ახალი ეპოქის მოთხოვნებს, დაეუფლოს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს და აქტიურად გამოიყენოს ისინი სასწავლო პროცესში.
მართალია,  ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ისწვალება როგორც დამოუკიდებელი საგანი, მაგრამ, ჩემი აზრით, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული და მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია სხვა  სასკოლო დისციპლინების სწავლება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
* * * 
14  წელია განათლების სფეროს ვემსახურები. ამ პერიოდში მივიღე საკმაოდ დიდი გამოცდილება. გავიზარდე პროფესიულად, სკოლაში ხომ ყოველდღიურად ბავშვების მსგავსად მასწავლებლებსაც გვიწევს სწავლა და ცოდნის გაღრმავება, ყოველივე ეს პირადად მე არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. ფეხდაფეხ მივყვები განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ საინტერესო ახალ წამოწყებებს. ვცდილობ ყველა კონკურსა თუ პროექტში მივიღო მონაწილეობა. ჩემ შესახებ იხილეთ. . .
როდესაც გავიგე, რომ განათლების სამინისტრო აცხადებდა ბლოგების კონკურსს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელბისათვის, არც კი დავფიქრებულვარ, მაშინვე გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება.
ვიცი,   არ არის იოლი საქართველოს მასშტაბით დაიკავო რომელიმე საპრიზო ადგილი, მაგრამ, ჩემი აზრით, როცა ფიქრობ კონკურსში მონაწილეობის მიღებას, იმედიც უნდა გქონდეს გამარჯვებისა.

კონკურსის პირობების გაცნობისას რთულად არ მომეჩვენა, მაგრამ მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ მთლად მარტივიც არ იყო. ვფიქრობ, ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილების, თემატური ერთეულების, საგანმანათლებლო პროექტების, შემოქმედებითი ღონისძიებების გეგმების, მათი განხორციელების ანგარიშის აწყობა,  ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა  თანამედროვე  მოთხოვნების შესაბამისად, ,ინტელის სასწავლო კურსი" ტრენინგის გაუვლელად საკმაოდ რთულია.
როგორც ვიცი, აღნიშნულ კურსს ამ ეტაპზე გადიან მხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგები. მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინაიდან მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, ჩემს საგანში სასერტიფიკაციო გამოცდა არ ყოფილა გამოცხადებული.

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება და გიგზავნით საკონკურსოდ ჩემ მიერ შექმნილ მასალებს ,,ჩემებური" ხედვით. მაგრამ აუცილებლად აღნიშნული ტრენინგის გავლის შემდეგ, ჩემ გვერდზე ,,სამომავლო გეგმები" მითითებული პროექტების, გაკვეთილების, ღონისძიებების გეგმების, მათი განხორციელების ანგარიშის, შეფასების, თუ  მონიტორინგის მასლები აეწყობა ..ინტელის სასწავლო კურსის" მოთხოვნათა შესაბამისად.

P.S პარალელურად ვარ სკოლის ინფორმაციული მენეჯერიც და  ბლოგზე განთავსებული ყველა მასალა ჩემ მიერ არის აწყობილი და შესრულებული.

წინასწარ გიხდით მადლობას იმისათვის, რომ  გამონახავთ დროს და გაეცნობით ჩემს ნამუშევარს!