ურთიერთთანამშრომლობა

გავეცანი რა აღნიშნული კონკურსის მოთხოვნებსა და შეფასების კრიტერიუმებს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მოყვანილია თანამშრომლობა ანუ კოლაბორაცია. 

პირადად მე, საკმაოდ კარგად მაქვს გაცნობიერებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ყველანაირად ვცდილობ გამოვიყენო და ჩავატარო ისეთი აქტივობები, რაც  სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობის საშუალებას მომცემს როგორც კოლეგებთან, ისე მოსწავლეებთან. ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა ის, რომ ჩემი მეშვეობით სკოლაში მოქმედ ყველა კათედრას, და კლასს აქვს საკუთარი ბლოგი, რომელთა ფუნქციონირებაშიც აქტიურად ვარ ჩართული. 

ჩემი კეთილგანწყობა და თანამშრომლობა როგორც კოლეგებთან, ისე თანამშრომლებთან ნათლად ჩანს ასევე ჩემს სამომავლო გეგემებშიც. 

ასევე მინდა დავამატო, რომ ისტორიის მასწავლებლის მიერ გამოცემული წიგნი ჩემი დაკაბადონებულია.

აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სახის პროექტებშიც. 2012-2013 სასწავლო წელს ჩემს კოლეგებთან ერთად დავწერეთ საგრანტო პროექტი, რის შედეგადაც სკოლას აქვს კეთილმოწყობილი სააქტო დარბაზი.

Комментариев нет:

Отправить комментарий